ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებების კვირეული მიეძღვნა
24-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.

თარიღთან დაკავშირებით, კვირეული მოეწყო, რომელშიც ყველა სადამრიგებლო კლასი და სკოლის ბაზაზე არსებული საკლუბო სექციები ჩაერთენენ.

კვირეულის ფარგლებში, ყველა საფეხურზე მრავალფეროვანი აქტივობები - სადამრიგებლო საათები და პროექტები განხორციელდა. მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, პოსტერები, პლაკატები და კედლის გაზეთები. გარდა ამისა, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორიები.

დასასრულს კი, სკოლის ეზოში გამოფინეს ნამუშევრები და ასფალტი მოხატეს. მათ ამით კიდევ ერთხელ შეახსენეს ერთმანეთს, რომ დედამიწას ჩვენი ყოველდღიური ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება და რომ დედამიწა ჩვენი სახლია.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203