ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
24-04-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის საზოგადოება საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამის აქტივობებს უძღვნის. 

ახლახან, სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით (ხელმძღვანელი - მ.არახამია), ჩხორიის სასოფლო ბიბლიოთეკაში (ხელმძღვანელი - ი.ფიფია) 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ პრეზენტაციები გამართეს, აღნიშნულ თემაზე ფილმის ფრაგმენტები უჩვენეს, ლექსები წაიკითხეს, გამოფენა მოაწყვეს.

„9 აპრილი-დღე უდიდესი ტკივილისა და ამავდროულად უდიდესი სიხარულისა!... 9 აპრილი - ცრემლნარევი დღე ჩვენი ერის ისტორიაში...“,- სწორედ ეს გზავნილები გასდევდა ღონისძიებას.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203