ინგლისური ენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი ღონისძიება ბუთურაულის საჯარო სკოლაში
25-04-2024

იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის დღე შემოქმედებითი ღონისძიებით იზეიმეს. 

სასკოლო ღონისძიება, მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავების, საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესების, მოტივაციის ამაღლებისა და ენის წარმოშობის ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინგლისური ენის მასწავლებლებმა - ნესტან აბაშიძემ და ნონა მიქელაძემ ჩაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებული ემოციით იყო აღსავსე ღონისძიება, აქტივობები კი ინგლისურ ენაზე წარიმართა. მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით კითხულობდნენ ლექსებს, ასრულებდნენ მუსიკალურ ნომრებსა და თეატრალურ დადგმებს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა მონაწილე მოსწავლესა და ხელმძღვანელ მასწავლებლებს სახალისო და შემეცნებითი ღონისძიების ორგანიზებისათვის. 

ცნობისთვის, 23 აპრილი არის ინგლისური ენის საერთაშორისო დღე, რაც აგრეთვე ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან.  

იხილეთ ფოტოები:  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203