თბილისის N9 სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ კუციამ და ანი ბერიაშვილმა სპორტულ აკრობატიკაში, თბილისის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
24-04-2024

ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ შესაძლებლობებსა და უნარებს სხვადასხვა კონკურსში შესანიშნავად წარმოაჩენენ.

მათ შორის არიან მოსწავლეები: მარიამ კუცია და ანი ბერიაშვილი. მათ თბილისის ღია პირველობაზე, სპორტულ აკრობატიკაში, მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს.

მოსწავლეთა მასწავლებელი ნინო ჭავჭავაძე გახლავთ.

ბავშვების წარმატებით სასკოლო საზოგადოება ამაყობს და მათ მომავალში წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203