ბუთურაულის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს
24-04-2024

იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულ სამოქალაქო კლუბის - „სამოქალაქო ლიდერების საზოგადოება“ -  წევრმა მოსწავლეებმა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნახატები, სადაც ასახული იყო ის პრობლემები, რაც დედამიწას აწუხებს. მათ, ასევე ისაუბრეს თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ და დაიცვან გარემო.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას ხელმძღვანელობდნენ სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი როინ დიასამიძე და კლუბ „სამოქალაქო ლიდერების საზოგადოების“  ხელმძღვანელი X კლასის მოსწავლე ლინდა დიასამიძე.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203