თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს რაგბის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ
24-04-2024

ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. 

სკოლას რაგბის ფედერაციის წარმომადგენლები: გიორგი კაჭარავა და ერეკლე კამლაძე, ესტუმრნენ. მათ ბავშვებს რაგბის გაკვეთილები ჩაუტარეს და სახალისო აქტივობები შესთავაზეს. 

მოსწავლეებისთვის სპორტული აქტივობები ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა. მათ აღნიშნულმა სტუმრობამ სპორტის მიმართ სიყვარული კიდევ უფრო გაუღვივა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203