გეჯეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს შემეცნებითი აქტივობები მიეძღვნა
24-04-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარემოს მოვლასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

ამის დასტურია, ისიც, რომ სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ბავშვებმა ბუნების პედაგოგ ნატალია სახოკიას ხელმძღვანელობით ნახეს ანიმაციური ფილმი „დედამიწა“, მათ ასევე სიმბოლურად სამაჯურები გააკეთეს, შექმნეს წიგნის სანიშნეები და სათვალეები, შეასრულეს საინტერესო თემატური დავალებები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ეს დღე საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203