„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა ლოზუნგი და საინტერესო გამოფენა 
24-04-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები პასუხისმგებლიან მოქალაქეებს ზრდიან და გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან.

შესაბამისად, სკოლაში დედამიწის დღე არაერთი გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიებითა თუ აქტივობით აღინიშნა.

სკოლის V და V კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს გამოფენა დევიზით - „დედამიწა ჩვენი სახლია“ (ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - ელისო ბერძული).

მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური ნახატები და გამართეს პრეზენტაცია. ისაუბრეს დედამიწის დღის დაარსების შესახებ. აღნიშნეს, რომ ეს დღე 1970 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება და მასში მონაწილეობას 193 ქვეყანა იღებს.

მათ აქტივობით კარგად გაითავისეს ამ დღის მნიშვნელობა და ცდილობენ თავიანთი წვლილის შეტანას დედამიწის გაჯანსაღების საქმეში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203