ხონის N3 საჯარო სკოლის პროგრამირებით გატაცებული მოსწავლე და მისი შექმნილი საიტი 
24-04-2024

ხონის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წინსვლა და წარმატება განსაკუთრებით ახარებთ. 

სკოლის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლეა მარიამ კუჭავა, რომელიც პროგრამაში - განათლება მომავლისთვის მონაწილეობდა. მან, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, „ჯეოლაბის“ სასწავლო პროგრამა გაიარა და პროგრამირება შეისწავლა, შედეგად კი საიტი შექმნა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას კვლავ წინსვლას უსურვებენ.

„მარიამ შენ ხარ საოცარი გოგო, განათლებული, გონიერი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და თავმდაბალი ადამიანი. შენს წარმატებულ მომავალს ისე ნათლად ვხედავ, როგორც ლაჟვარდოვან ცას ჩვენი სკოლის ფანჯრებიდან!“ ვაფასებ შენს შემართებას და გილოცავ ამ წარმატებას!“, - წერს სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203