ცხუნკურის N2 სკოლაში დედამიწის დღეს სამი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა
24-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვასა და მის მოფრთხილებას ასწავლიან.

სწორედ ამიტომ, სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღეს სკოლაში, 3 საგნის - კომპიუტერული ტექნოლოგიების ( პედაგოგი სოფიო ჯიქია),  ბუნებისმეტყველების (მასწავლებელი ავთანდილ ქაშიბაძე) და გეოგრაფიის ( პედაგოგი დავით სულაბერიძე) ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა.

მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით. მათ, ასევე ნახეს ანიმაციური ფილმები: „22 აპრილი დედამიწის დღე“ და „ადამიანი რომელიც ხეებს რგავდა“.

ბავშვებმა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით შექმნეს პლაკატები და ნახატები.

ბუნებისმეტყვების გაკვეთილზე მიწოდებული ინფორმაციით V კლასის მოსწავლეებმა – ანასტასია შალამბერიძემ და ნია ჯიმშელეიშვილ PowerPoint-ში მოამზადეს პრეზენტაცია და წარუდგინეს აუდიტორიას.

ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული იყო.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203