ქუთაისის N38 სკოლის მოსწავლეებმა ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს
24-04-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, მათ საინტერესო და შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, VII კლასელებმა პროექტი „ადამიანი მუდამ ადამიანია“ განახორციელეს. პროექტის ფარგლებში, ისინი ​დირექციისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრების ხელმძღვანელობით, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც წარადგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია.

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მოსწავლეთა პედაგოგები: მაკა უჩაძე, ლალი მილორავა გახლდათ.

მიუხედავად იმისა, სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ, ენთუზიაზმით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და სასკოლო ღონისძიებებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203