განთიადის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა
24-04-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად და საინტერესოდ მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის - ნაზი ყურშუბაძისა და დაწყებითი განათლების პედაგოგის - ქეთევან ზოიძის ორგანიზებით, დედამიწის დღე აღინიშნა. თარიღს სხვადასხვა თემატური აქტივობა მიეძღვნა.

მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. გარდა ამისა, გარემოსდაცვით თემაზე ნახატები და პოსტერები შექმნეს. შემდეგ კი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:

ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203