ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხატვრო სკოლას სტუმრობდნენ
24-04-2024

ბათუმის N30 საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექციის მხარდამხარით, დაუღალავად ზრუნავენ მოსწავლეებს მისცენ 
საფუძვლიანი განათლება, ამასთანავე გაუფართოვონ თვალსაწიერი და მიაწოდონ ინფორმაცია, რაც მათ მომავალში, პროფესიული გზის არჩევაში დაეხმარებათ.

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეები ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ინიციატივით იმყოფებოდნენ ნ.კანდელაკის სამხატრო სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლაში სწავლება უფასოა და მრავალმხრივი პროფესიული სპეციალობებით გამოირჩევა. ვიზიტის მიზანიც გახლდათ მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით, არჩევანის გაკეთების გამარტივება.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებ სკოლაში დახვდათ თბილი და სასიამოვნო გარემო. 

გასვლით ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: გ. ფუტკარაძე და ზ. ქოქოლაძე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203