„ზესტაფონის მომავლის სკოლის“ მე-8 კლასის მოსწავლეებს გარემოს დაცვის სპეციალისტმა ლექცია წაუკითხა
26-04-2024
„ზესტაფონის მომავლის სკოლაში“ დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
მე-8 კლასის სადამირგებლო საათი მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დაეთმო.
მერვეკლასელებმა, დამრიგებელის - ირინე ბეროზაშვილის ხელმძღვანელობით, გარემოს დაცვის სპეციალისტს - თეონა მუმლაძეს უმსპინძლეს, რომელმაც თემაზე - „კლიმატის ცვლილება და გარემო“ ლექცია წაიკითხა.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიზრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა და აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს