„დედამიწა ცოცხალი არსებაა, მუდამ სჭირდება მოფრთხილება“ - ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები
25-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში გაცნობიერებული აქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლება. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე, ღონისძიებით - „დედამიწა ცოცხალი არსებაა, მუდამ სჭირდება მოფრთხილება“. 

ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მასწავლებლის - მარიამ ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა გაიაზრეს ამ დღის არსი და მნიშვნელობა, ისაუბრეს მისი დაარსების ისტორიაზე და აღნიშნეს თუ რა როლი აქვს თითოეულ ადამიანს ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაში.  

ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203