„ზესტაფონის მომავლის სკოლის“ მე-7 კლასელებმა ჯუზეპე ვერდის შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
25-04-2024

„ზესტაფონის მომავლის სკოლაში“ სასწავლო წელი საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებელ ნინო ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის - ჯუზეპე ვერდის შემოქმედების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

მათ კომპოზიტორის მოღვაწეობის შესახებ მოძიებული ინფორმაციები დამსწრე საზოგადოებას გააცნეს და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. 

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ინფორმაციული, შემეცნებითი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203