„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ კურსდამთავრებულმა - ნათია ბიჭელაშვილმა დაფინანსება რამდენიმე უცხოურ უნივერსიტეტში მოიპოვა
26-04-2024
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც განათლების ხარისხი მაღალი, მოსწავლეთა წარმატებები კი შთამბეჭდავია.

ამაზე ყველაზე კარგად კურსდამთავრებულთა მიღწევები მეტყველებს. ისინი უმაღლეს განათლებას საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ უცხოურ უნივერსიტეტებში, დაფინანსებით, იღებენ. 

აღსანიშნავია, კურსდამთავრებულის - ნათია ბიჭელაშვილის წარმატება. მან სტიპენდია რამდენიმე უნივერსიტეტში მოიპოვა. კერძოდ, Rochester Institute of Technology-ში - 120 000, University of San Francisco-ში 116 000, ხოლო Milwaukee School of Engineering-ში 100 000 დოლარის ოდენობით. 

სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ, ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203