ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეომეტრიული ფიგურები სახალისო აქტივობებით შეისწავლეს
24-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეები ენთუზიაზმით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და სასკოლო აქტივობებში დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მეორეკლასელებმა მათემატიკის გაკვეთილზე, პედაგოგ ნანა ხიზანეიშვილის ხელმძღვანელობით სივრცული ფიგურები შეისწავლეს.

ბავშვებმა სივრცული და გეომეტრიული ფიგურები დააკავშირეს ყოველდღიურ ცხოვრებასთან, შექმნეს პროდუქტი „გეომეტრიული ხე“, რომლითაც მომდევნო გაკვეთილებზეც ისარგებლებენ.

აქტივობებში ისინი ხალისითა და დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

​გაკვეთილი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203