ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის - ზურა გელაშვილის სპორტული წარმატება
24-04-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ სასკოლო აქტივობებში, არამედ მის გარეთ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-8კლასელი ზურა გელაშვილი, რომლის დამრიგებელი მარინა კუჭუხიძე გახლავთ. ის, გარდა იმისა, რომ კარგად სწავლობს, სპორტშიც წარმატებულია.

„მოსწავლე, 8 წელია ალეკო თაბუკაშვილსა და დავით ხარაიშვულთან კიკბოქსინგს ეუფლება. არის რამდენიმე ტურნირის გამარჯვებული“, - აღნიშნავენ სკოლაში,

ახლახან კი, მან, ახალქალაქში გამართულ საერთაშორისო ტურნირში K-1 თავის წონაში I ადგილი დაიკავა.

სკოლა მას აღნიშნულ წარმატებას ულოცავს და შემდგომ გამარჯვებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203