დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები წიგნებით დასაჩუქრდნენ
24-04-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდნენ.

მოსწავლეებმა, 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, წიგნები თანაკლასელის ემიგრანტი მშობლისგან მიიღეს. აღნიშნული წიგნები მათ ბიბლიოთეკარმა - ნადია უშიკიშვილმა გადასცა.

საჩუქრებმა ბავშვები ძალიან გაახარა და გააბედნიერა.

ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ბავშვები თბილისის სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ უმზადებენ წიგნს სახელწოდებით „ლეგენდა თიანეთზე“.

მათი სლოგანია - „წიგნი ჩვენი მეგობარია“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს წიგნების მიმართ სიყვარულს უღვივებს და მათ კითხვის მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203