ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი
24-04-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვასა და მის მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის დღის აღნიშვნას. 

„22 აპრილი დედამიწის დღეა. ეს ყველაფერი ეხება კოსმოსში ლურჯად მოლივლივე, ერთ ლამაზ ბურთს, ჩვენს სახლს, ჩვენს დედამიწას“, - ამბობენ სკოლაში.

სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ თეა ხურციძის ხელმძღვანელობით, ამ დღეს საინტერესო პერფორმანსი მიუძღვნეს. 

„მათ სხვადასხვა აქტივობით აჩვენეს თავიანთი სიყვარული და ზრუნვა ჩვენი პლანეტის მიმართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

აღნიშნული ღონისძიება მშობელთა ჩართულობით ჩატარდა.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203