კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
23-04-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ორიგინალურად და ძალიან საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, გეოგრაფიის პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოში, ღია სივრცეში, ბუნებაში განახორციელა აქტივობა.

ბავშვებმა ამ დღის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.

მათ ასევე საინტერესო, თემატური ნამუშევრები შექმნეს, სადაც გამოიყენეს ბუნებრივი მასალები.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203