ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მდინარე ჩხერიმელას მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
23-04-2024

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში პასუხისმგებლიან, ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ, მათ გარემოს დაცვას ასწავლიან და ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

შესაბამისად, გიმნაზიაში, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, დედამიწის დღე დიდი აქტიურობით აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშრებით, მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად გამართეს გარემოსდაცვითი აქტივობები, მათ სკოლის ტერიტორიაზე დარგეს სხვადასხვა ნერგი და დაასუფთავეს მდინარე ჩხერიმელას მიმდებარე ტერიტორია.

მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რაშიც, როგორც აღვნიშნეთ, უდიდესი წვლილი სწორედ გიმზანიის დირექციასა და მასწავლებლებს მიუძღვით. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203