„რადიოტალღების თვისებები“ - გორელოვკის N3 სკოლის ფიზიკის შემეცნებითი გაკვეთილი და მოსწავლის საინტერესო პრეზენტაცია
24-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, ისინი იღებენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობით ცდილობენ განიმტკიცონ მიღებული განათლება.

აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N3 საჯაარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. რისი დასტურიც გახლავთ ფიზიკის გაკვეთილზე ახლახან მოწყობილი პრეზენტაცია, რომლის წარმდგენიც გახლდათ ანუკი ვასაძე.

„რადიოტალღების თვისებები“ XI კლასში, ფიზიკის გაკვეთილზე განიხილეს და მოსწავლეებმაც არაერთი საინტერესო ფაქტი შეიტყვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

აქტივობამ საინტერესოდ ჩაიარა და თითოეული მოსწავლისთვის მეტად ინფორმაციული გახლდათ საკითთან დაკავშირებული თითოეული ნიუანსი, რაც გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგის დამსახურებაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203