„პეპელა მონარქის თავგადასავალი“  - ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება და შემეცნებითი პრეზენტაცია
24-04-2024
ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო დავალებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში ასეთი საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ბუნების გაკვეთილი იყო. მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომლის თემა „პეპელა მონარქის თავგადასავალი“ გახლდათ.

აღნიშული თემის ფარგლებში, ბავშვებმა პეპელა მონარქის მიგრაციის უნარის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია. ასევე, მათ ისაუბრეს  პეპლის სიცოცხლის საფეხურებზე, საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს და ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს.

აქტივობა საინტერესო და ინფორმაციული იყო.

მსგავსი აქტივობები და დავალებები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203