სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
23-04-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები გამორჩეულად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნასა და გარემოს დაცვის მხარდამჭერ ღონისძიებებს, ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ლამზირა ოსეფაშვილის ორგანიზებით, შეუერთდა.

მეშვიდე, მერვე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ ფარგლებში, კიდევ ერთი აქტივობა განახორციელეს. მათ სკოლის ტერიტორია გაამწვანეს. მოსწავლეებმა სხვადასხვა მცენარეების ნერგები და ყვავილები დარგეს, რასაც დიდი მონდომებით აკეთედნენ და სხვა მოსწავლეებს აფრთხილებდნენ, მათთვის შემთხვევით ფეხი არ დაედგათ. ისინი შეთნხმდნენ, რომ ნარგავებს რიგ-რიგობით მორწყავენ, გაუფრთხილდებიან და დაიცავენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტიდან გამომდინარე, მოზარდმა უნდა შეძლოს:

  • ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
  • უნდა იცოდეს რა ბუნებრივ გარემო პირობებში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო.

„მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ რა მავნე ზეგავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოკეანეში თუ ზღვაში ნავთობის ჩაღვრა კი, ბინადართა განადგურებას იწვევს.
ბუნებასთან კავშირი ადამიანს აკეთლშობილებს, როცა მოსწავლე საკუთარ თავში ცვლილებებს განახორციელებს, ის შეძლებს გარემოს გაფრთხილებას და სხვებსაც ამასვე მოუწოდებს. ბუნების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალია“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203