„დედამიწა ჩვენი სახლია“ - წესის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები
23-04-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები ყოველთვის იმართება.

ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო აქტივობა „დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩატარდა. 

აქტივობის ფარგლებში I-IV კლასის მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს და ასევე, ამ დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი ნახეს.

მათ, საკლასო ოთახში გამოფინეს ნამუშევრები, სკოლის ეზოში დარგეს ყვავილის ნერგები, მე-7 კლასის მოსწავლეებმა კი სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ღონისძიება მოამზადეს დაწყებითი კლასის დამრიგებლებმა: მაია ჯელაძემ, ნათელა ნატმელაძემ და გეოგრაფიის პედაგოგმა - მაკა დვალმა.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203