შემოქმედებით მოგზაურობად ქცეული გაკვეთილი განძის N2 საჯარო სკოლაში
24-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებენ.
ამჯერად, ხატვის მასწავლებელ - ვანიკ თევანიანის ხელმძღვანელობით, შემოქმედებითი გაკვეთილი - „გამარჯობა, გაზაფხულო“ ჩატარდა. მის ფარგლებში მე-5 - მე-11 კლასების მოსწავლეებმა ფანტაზიას გასაქანი მისცეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებლის რჩევა და მხარდაჭერა თითოეულ მოსწავლეს საკუთარი ინდივიდუალური სტილის პოვნასა და საკუთარი თავის, ხატვის საშუალებით, გამოხატვაში დაეხმარა.
„გაკვეთილი გადაიქცა ნამდვილ შემოქმედებით მოგზაურობად. თითოეულმა მათგანმა ბუნების საკუთარი უნიკალური ლანდშაფტი დახატა“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს