დედამიწის დღესთან დაკავშირებით, განძის N2 საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა დაასუფთავეს
23-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

ამჯერად, ისინი დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ და მათი საყვარელი სკოლის ეზო დაასუფთავეს. მოსწავლეებმა ნარჩენები ნაგვის პარკებში შეაგროვეს, ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ დღის შესახებ ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203