იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღე მეორეული ტანისამოსისა და წიგნების გაცვლის აქციით აღნიშნეს 
23-04-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

აღსანიშნავია, რომ იქ სხვადასხვა თარიღს თემატური აქტივობები ეძღვნება. სწორედ ამიტომ, ახლახან, სკოლაში ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

თარიღთან დაკავშირებით, აქტივობა გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. კერძოდ, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მეორეული ტანისამოსისა და წიგნების გაცვლის აქცია მოაწყვეს. 

აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203