ერკეთის საჯარო სკოლის სპორტისა და ესთეტიკის კათედრის ორგანიზებით, მეზობელ სკოლებს შორის მინი-ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრები მიმდინარეობს
23-04-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე ზრუნავს. 

ამ მიმართულებით, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა იმარეთება. მინი-ფეხბურთში, მეზობელ სკოლებს შორის, ერკეთის საჯარო სკოლის სპორტისა და ესთეტიკის კათედრის ორგანიზებულმა ამხანაგურმა შეხვედრებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

გუთურისა და ჩაისუბნის საჯარო სკოლების შემდეგ, ერკეთის საჯარო სკოლაში ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს.

შეხვედრა თბილი, მეგობრული და გულშემატკივრების ემოციებით დატვირთული იყო, შედეგიც „მეგობრული“ დადგა, ის ანგარიშით - 3:3 დამთავრდა.

ამხანაგური შეხვედრები კვლავ გრძელდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203