ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
23-04-2024
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.
მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ სკოლის ეზო გაალამაზეს და თავიანთი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
გარდა ამისა, კონფერენცია - „დედამიწის დღე“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა პრეზენტაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე წარადგინეს. მათ სიტყვა წარმოთქვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს