საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა თეატრში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პიესა ნახეს
24-04-2024
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო გასვლითი აქტივობები ეწყობა. 

ამჯერად, მასწავლებელ ინგა ჩადუნელის სადამრიგებლო - მე-8 კლასისა და მასწავლებელ თამთა ხარატიშვილის სადამრიგებლო - მე-9 კლასის მოსწავლეები რუსთაველის თეატრში იმყოფებოდნენ. მათ სპექტაკლი - „ძუნწი“ ნახეს.

როგორც გიმნაზიაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პიესა იხილეს, სადაც წარმოდგენილი იყო მაღალი წოდების ჩამორჩენილობა და დეგრადაციის გზაზე დამდგარი თავადაზნაურობის სახე. მოსწავლეები თეატრიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.

დღემ ძალიან საინტერესო გარემოში, ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203