ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტისა და თარჯიმნის - ჰამო საჰიანის 110 წლის იუბილე აღნიშნეს
24-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოებამ სომეხი პოეტისა და თარჯიმნის ჰამო საჰიანის 110 წლის იუბილე აღნიშნა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური ღონისძიება გაიიმართა. მასში მე-3, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ისინი აქტივობებში, უფროსი მასწავლებლის - არევიკ დანიელიანის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ იმღერეს, ჰამო საჰიანის ლექსები წაიკითხეს და მის დაწერილ სიმღერაზე იცეკვეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს