თბილისის N74 სკოლის მოსწავლეებს ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
23-04-2024
თბილისის N74 საჯარო სკოლის ნიჭიერი, მიზანდასახული და აქტიური მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.
მიმდინარე წლის 22 აპრილს, საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებული სასკოლო ჩემპიონატის - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ნახევარფინალური მატჩი ჩატარდა.
მასში თბილისის N74 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა. შედეგად კი, გუნდის წევრებს - ნინი ბენაშვილს, ანი ბუჩუკურს, ანანო მასურაშვილს, მარიამ რეხვიაშვილს, ნიკა ზარქუას, ლუკა ზარქუას, ანნა გოდუნოვას სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სიგელით დაჯილდოვდა ისტორიის მასწავლებელი - სოფიო ბაგრატაშვილი, რომელმაც გუნდი ასპარეზობისთვის მოამზადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს