ჩანახჩის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა
23-04-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტოვობებით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობისა და დაარსების შესახებ ისაუბრეს, მისი არსი განსაზღვრეს და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანის როლი ეკოლოგიური გარემოს შექმნაში. 

სასკოლო საზოგადოებამ ნახა შემეცნებითი ვიდეოები დედამიწის შესახებ, შემდეგ მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია და განიხილეს ნანახი ვიდეოები.

სკოლაში გააჟღერდა დედამიწისადმი მიძღვნილი სიმღერები, სლოგანები, გამოიფინა მოსწავლეთა შექმნილი კედლის გაზეთი, მოსწავლეებმა გააფერადეს ფოტოები, სადაც ჩანს როგორ უნდა დავიცვათ და ვიზრუნოთ დედამიწაზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ბევრი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და შეთანხმდნენ, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელზე ზრუნვაც ყველა ჩვენგანის მოვალეობაა და რომ აუცილებლად იზრუნებენ მასზე, გაუფრთხილდებიან და დაიცავენ მას. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობების ორგანიზატორია ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი ანა ხომერიკი. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203