წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა დედამიწის დღეს მიეძღვნა
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლაში მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
პატარებმა ნახეს ვიდეორგოლი - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“. მათ აღნიშნულ თემაზე იმსჯელეს, ისაუბრეს და ვარაუდები გამოთქვეს. გარდა ამისა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სიუჟეტური ნახატები გააფერადეს, შემდეგ კი ამ სურათების გამოყენებით, თხზულებები მოიფიქრეს, რომლებიც წიგნად შეკრეს.
რა თქმა უნდა, ბოლოს, ყველანი შეთანხმდნენ, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას გაფრთხილება სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: