„ვაჩუქოთ გულები დედამიწას“ - წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები
23-04-2024

წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამ მიზნით, I კლასში განხორციელდა პროექტი - „ვაჩუქოთ გულები დედამიწას“, კლასში ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა. 

გაიმართა საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „დედამიწის დღე“, რომელსაც კლასის დამრიგებელი ნანა მატუა ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღესთან დაკავშირებით შესრულდა სიმღერა დედამიწაზე და ანიმაციური ფილმის ჩვენება, მუსიკალურ აქტივობას კი, მუსიკის პედაგოგი თამუნა ჯანჯღავა ხელმძღვანელობდა. 

ხელოვნების პედაგოგის ნანა ძაძამიას ხელმძღვანელობით კი, მოსწავლეებმა გააფერადეს გასაფერადებელი ნამუშევრები - „ჩვენი ლამაზი დედამიწა“. 

ასევე, სკოლის ეზოში, მშობელთა ჩართულობით ჩატარდა სხვადასხვა სახალისო აქტივობები.  

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგებსა და მასწავლებლებს საინტერესო აქტივობებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ხელოვნების მასწავლებელს მარინა კვარაცხელიას გადაუხადეს თანადგომისთვის. მის მიერ ტილოზე დახატული დედამიწა ბავშვებმა თავიანთი ხელების ანაბეჭდებით გაალამაზეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203