„დედამიწა ჩვენი სახლია“ - გუმათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და გარემოსდაცვითი აქტივობები
23-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში ტრადიციულად აღინიშნა დედამიწის დღე. 

„სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა სულ უფრო აქტუალური ხდება“ - გუმათის საჯარო სკოლა ყოველწლიურად იზიარებს ამ გლობალურ გამოწვევას.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მოეწყო საინტერესო აქტივობები, მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი-სახელწოდებით - „დედამიწა ჩვენი სახლია“.

მოსწავლეებმა ასევე დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203