ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში ნარჩენების მართვის კვირეული ჩატარდა 
23-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული კვირეული გაიმართა.

კვირეულის თემა ნარჩენების მართვა გახლდათ, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება დიდი ინტერესით ჩაერთო. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

1. ცნობიერების ამაღლება;

2. სკოლის ღობის შეღებვა;

3. საბურავებისგან ქოთნების დამზადება; 

4. პლასტმასის ბოთლებისგან ნივთების დამზადება;

5. კომპოსტის დამზადება;

6. ქაღალდის გადამუშავება და ახალი ქაღალდის დამზადება;

7. დახარისხების ურნების დამზადება; 

8. ინტელექტუალური შეჯიბრი გუნდებს შორის, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები და გადაეცათ წამახალისებელი სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ აქტივობებს მხარს უჭერდა დირექცია და სკოლის დირექტორი რუსუდან ლომაძე.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ორგანიზატორები იყვნენ: ნათია კეკენაძე ბიოლოგიის პედაგოგი, ვენერა თურმანიძე ქართული ენისა და ლიტეტატურის პედაგოგი და სპეცმასწავლებელი მარი ბერიძე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203