ბეჟანოს საჯარო სკოლაში საინტერესო ვიქტორინა გაიმართა
23-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებითი და ინტელექტუალური კონკურსი იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-8 და მე-9 კლასებში, ვიქტორინა - „რა, სად, როდის?“ ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი გახლდათ.

ვიქტორინის მიზანი იყო სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის რეალიზება და მისი გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება მოსწავლეებში.

ვიქტორინამ მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„ბავშვებმა გამოამჟღავნეს ლოგიკური აზროვნება და ტრანსფერის უნარი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ვიქტორინის გამარჯვებულსა და თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203