ყვარლის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიუძღვნეს
23-04-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

სწორედ ამიტომ, სკოლის მე-5 კლასში, მასწავლებელ ირინა დათუკიშვილის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. მათ ასევე იმსჯელეს ეკოლოგიურ პრობლემებზე და წაიკითხეს თემატური ლექსები.

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა ასფალტი ლამაზად მოხატეს.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203