ქსოვრისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი მიეძღვნა
23-04-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

დედამიწა „ცოცხალი არსებაა!“ მას მუდმივად სჭირდება მოფრთხილება! მოვეფეროთ დედამიწას, ის ხომ ჩვენი სახლია! -  ამ სიტყვებით დაიწყო საგაკვეთილო პროცესი სკოლის IV კლასის დამრიგებელმა -  ნინო ბერიძემ.

ბავშვებმა დახატეს თემატური ნახატები, სკოლაში მოაწყვეს გამოფენა, ასევე პედაგოგმა ბავშვებს აჩვენა გლობუსი და ამოგზაურა დედამიწის გარშემო.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ გარემოს მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.

ეს დღე ინფორმაციული და ძალიან საინტერესო იყო.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს საინტერესო აქტივობისთვის.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203