გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიება თხილნარის N2 საჯარო სკოლაში
23-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში.

მათ შორის იყო დედამიწის დღე - ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები, რომელსაც თხილნარის N2 სკოლაც შეუერთდა.  მოსწავლეებმა შექმნეს თვალსაჩინოებები, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

„ბავშვები მოგვიწოდებენ მოვუფრთხილდეთ და მოვეფეროთ იმ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, რათა ავირიდოთ სამომავლო საფრთხეები“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობები საინტერესო, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი იყო.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203