გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს 
23-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობები გაიმართა. 

სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, მასწავლებლებთან ერთად დაასუფთავეს სოფელში არსებული მდინარის მიმდებარე ტერიტორია.

მოსწავლეები ლოზუნგის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ გარშემო გაერთიანდნენ და აღნიშნეს დედამიწის მნიშვნელობა და ის თუ როგორ უნდა ვუფრთხილდებოდეთ პლანეტას.

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და პლანეტის დასაცავად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203