დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები დმანისის N2 საჯარო სკოლაში
24-04-2024

დმანისის N2 საჯარო სკოლაში იაზრებენ, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია, ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“.

სკოლაში, მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, გაიაზრეს გარემოს დაცვის აუცილებლობა და განსაზღვრეს თითოეული ადამიანის როლის ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებები მიმართული იყო მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისა და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებისკენ. 

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის წევრებს, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ორგანიზებისთვის. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203