დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის პედაგოგებმა, სკოლაში ჩაატარეს, სხვადასხვა საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები ლოზუნგით - „გადავარჩინოთ დედამიწა“ .
ბავშვებმა სკოლის ეზო მოხატეს, თემატური პლაკატები, ნახატები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ კარგად გააცნობიერეს, რომ დედამიწას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
აქტივობები საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო.
ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტიური ხდება.
იხილეთ ფოტოები: