ხრიალეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიეძღვნა
23-04-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური აქტივობები განხორციელდა. მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.
მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს და გარემო დაასუფთავეს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს