ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
23-04-2024
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღის აღნიშვნას დიდი მონდომებით შეუერთდნენ. 

მათ დამრიგებლების - ირინა სხილაძის, მაია სხილაძის და მარი ნინიკაშვილის დახმარებით, ერთმანეთს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ შეხსენეს და დედამიწის მოფრთხილების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203