ბენარის საჯარო სკოლის ეზო პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გაალამაზეს
24-04-2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის საზოგადოების წევრები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

ამ მიმართულებით კი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის ეზო გაალამაზეს და მცენარეები დარგეს. აქტივობაში ყველა დიდი ხალისითა და მონდომებით ჩერთო.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203